35 წლის გოჩა ზაქარაია თავის საცხოვრებელ სახლთან დანით დაჭრეს. დანაშაული ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. ამჟამად დაჭრილს ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. გოჩა ზაქარაიას ჭრილობა დანით ზურგში, მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული.
დაჭრილის ახლობლებისა და ნათესავების განცხადებით, დაჭრილი ზაქარაია მეზობელთან თავად ავიდა, სასწრაფოც ამის შემდეგ გამოიძახეს. ახლობლები და ოჯახის წევრები პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავენ, ისინი ასევე გამორიცხავენ ძარცვის ფაქტს, ვინაიდან, მათი განცხადებით, გოჩა ზაქარაია გაძარცვული არ არის.
სამართალდამცავებმა ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს