საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას შეხვდა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ავღანეთში IშAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების არსებულ დინამიკასა და ლისაბონის სამიტისთვის მზადების პროცესზე.
ჯამპაოლო დი პაოლამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ISAF -ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მაღალი პროფესიონალიზმი.
სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოხატა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო