დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პერუსთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა. 
პერუში ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობს.