პატიმრობის არჩევანი იყო ნიკა მელიას არჩევანი, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ეს არჩევანი შეგნებულად გააკეთა.
„მას უბიძგეს, მათ შორის სააკაშვილმა, ამ არჩევანის გაკეთებისკენ. და ეს იყო მისი არჩევანი და არა სხვისი არჩევანი. არავინ მისულა და არავის უთქვამს ახლა უნდა დაგაპატიმროთ. მან თქვა, რომ მე ამას მოვისვრი, იმიტომ რომ დავარღვიო კანონი და დავუმტკიცო ყველას, რომ მე კანონი არ მაინტერესებს, სახელმწიფო არ არსებობს, კანონის დარღვევის გამო მე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერავინ მომთხოვს. სახელმწიფო იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.