პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია (26-27) ოქტომბერს წყალტუბოს რაიონის სოფლების ფარცხანაყანების, გეგუთის, მაღლაკისა და ქვილიშორის მცხოვრებლებს შეხვდა.
ამ სოფლებში ადგლილობრივების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველიანობის არარსებობაა, რის გამოც ისინი გაზრდილ გადასახადს კილოვატზე 21 თეთრს იხდიან. ადგილობრივი ენერგო კომპანია გეგმის შეუსრულებლობას მოსახლეობისათვის ჯარიმების დაწესებით ცდილობს.
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წყალტუბოს რაიონის სოფლების მცხოვრებლებს არ აქვთ სარწყავი წყალი. სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები კი არამიზნობრივად დაიხარჯა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დევნილებსაც შეხვდა.
მისი თქმით, წყალტუბოს სანატორიუმებში ჩასახლებულ დევნილებს უმძიმეს პირობებში უხდებათ არსებობა. ამ რაიონში აფხაზეთიდან დევნილი 8000 ადამიანო ცხოვრობს. მათ არ აქვთ მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ადგილობრივი ხელისუფლება აჭიანურებს დევნილებისათვის ფართების დაკნონებას.
მსგავსი პრობლემები აქვთ დევნილთა დასახლება "ცხუმის" ლტოლვილებსაც.
"სოფლებში არ არის გაზი, ელექტროენერგია, მოსახლეობას არ აქვს მიწების დამუშავების საშუალება. ტრაქტორები, რომლებიც მათთვის ხელისუფლებას უნდა გადაეცა თვალითაც არ უნახავთ. პრობლემაა სარწყავი წყლის მიწოდება და შეშის მოპოვების ნებართვა. სოციალური დახმარებებისა და პენსიების გაცემისასაც აწყდებიან სირთულეებს, ვინაიდან წინასწარ გაცემისათვის დაწესებულია დამატებით გადასახადი. ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ბიუჯეტის კონცენტრირება და დახმარება გაუწიოს სოფლის მოსახლეობას"-აღნიშნა ალასანიამ.
როგრც ირაკლი ალასანიამ "ჯი-ეიჩ-ენ"-ს განუცხადა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა. სოფლის მცხოვრებთა ნდობა ადგილობრივ ხელისუფლების მიმართ არის ძალიან დაბალი.