არავის აქვს უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესვლის, განსაკუთრებით კი ჩხრეკის ჩატარების, მიიჩნევს "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა. მისი განმარტებით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტებმა კითხვა: რა გეგმები გაქვთ, მგონია, უნდა ჰკითხოთ გახარიასა და გომელაურს.
"ჩვენ ვართ შენობაში, ეგენი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რვა წელიწადია, ჩვენ ვართ გარეთ და ისინი შიგნით, არა გამაგრებული. ჩვენ ვართ ოფისში. გამაგრება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები არ აქვს წესრიგში და ასეთი მგონია, ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, აქ არიან დეპუტატები, მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის, მით უმეტეს ჩხრეკის. ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ. თქვენ შემოუშვებდით თქვენს სახლში მოძალადეს? მოძალადე გინდ ფორმიანი იყოს და გინდ უფორმო, რა დაგვავიწყდა, რომ მხედრიანი რომ იყო? ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია, კონსტიტუცია ირღვევა და როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგიდან გადის და როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან, მის ხუშტურს და არა კანონს, მე როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი, ოჯახი, მეგობრები და ჩემი ღირსება", აცხადებს გიგი უგულავა.