საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მონტენეგროს მომავალი წლის გაზაფხულზე ეწვევა.
ამის შესახებ მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა მილან როჩენიმ ქართველ კოლეგასთან, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიზიტად ვიმყოფები. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი, მას შემდეგ რაც ბალკანეთის ისტორიის განმავლობაში მონტენეგრო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გახდა. 2006 წელის თებერვალს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, მე საქართველოში ელჩად ვიყავი მოვლენილი", - აღნიშნა მილან როჩენიმ.
მისივე თქმით, ქართველ დიპლომატთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გრიგოლ ვაშაძე მონტენეგროს მომავალი წლის გაზაფხულზე ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, როგორც მონტენეგროს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.