საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს მილან როჩენს საქართველო-რუსეთის შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო.
"შეხვედრაზე ჩემს კოლეგას გავაცანი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რა ხდება რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით, ასევე საერთაშორისო ოგანიზაციებში საქართველოს მოქმედების გეგმისა და საგარეო პოლიტიკაში მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე", - აღნიშნა როჩენისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, მონტენეგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის მხრივ ქართულ მხარე მიაწოდა ინფორმაცია რა ხდება ბალკანეთში, კერძოდ რა არის მონტენეგროს პრიორიტეტები საგრეო პოლიტიკაში და როგორ მიმდინარეობს მისი ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.