"რესპუბლიკური პარტიის" წევრის სოფიო ხორგუანის მტკიცებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. მისივე თქმით, აღნიშნული ბიუროს დასკვნების ძირითადი მომხმარებელია იუსტიციის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო, თუმცა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ექსპერტიზის ეროვნული დასკვნები არ შეებასამება ქვეყანაში აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს". ამის შესახებ ხორგუანმდა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ ამ ბიუროს დასკვნის საფუძველზე ხდება აქტის გამოცემა, საგადასახადო ვალდებულებისა და ჯარიმა - სანქციების განსაზღვრა.
"ექსპერტიზის ბიურო ბიუჯეტიდან იღებს თანხებს ექსპერტიზის ჩასატარებლად, თუმცა დასკვნები გამოიცემა არა სტანდარტებზე დაყრდნობით, არამედ, იმპერატიულად. ხოლო, ალტერნატიული ექსპერტიზა კი საკმაოდ ძვირია", - აღნიშნა ხორგუანმა.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის თქმით, ქვეყანაში მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტები -" შეფასების განხორციელების საერთაშორისო სტანდარტის 2007 წლის მე-8 გამოცემა".
"როდესაც სახელმწიფო აცხადებს შესყიდვებს ის ეყრდნობა ამ სტანდარტებს, თუმცა როცა საქმე ეხება კერძო მესაკუთრეს ან მეწარმეს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უგულებელყოფს ამ სტანდარტებს და მხოლოდ მისთვის გასაგები მეთოდებით და კრიტერიუმებით აფასებს ქონებას. შედეგად, მეწარმე იძულებულია მიმართოს შემოსავლების სამსახურის დავების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს, რაც, თავისთავად ხელს უშლის მეწარმეს საქმის განხორციელებაში", - აღნიშნა ხორგუანმა.
მისსივე თქმით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ ექსპერტიზის შემსრულებელს, არამედ, შემკვეთსაც.
მივმართავ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ უწყებებს, რომლებიც არიან ძირითადი მომხმარებლები ამ ბიუროს დასკვნების, პრეზიდენტს და მთავრობას რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ზემო ხსენებული ბიურო, მოითხოვონ სტანდარტების შესაბამისად მოქმედება", - განაცხადა მან.