თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.