დღეს ჭადრაკის სასახლეში საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლობას შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის თავჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა, განუცხადა,
საინიციატივო ჯგუფი თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
ჭადრაკის სასახლეში, ოპოზიცური პარტიების გარდა, მოწვეული იქნებიან არასამთავროები ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები.
საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი სამოქმედო გეგმას დღეს, 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში წარადგენს.