ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევი რეიტინგები თითქმის გათანაბრდა. სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა "ლევადამ" გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტს რუსეთის მოსახლეობის 76 % უჭერს მხარს პრემიერს კი 77 %.
სხვაობა იმის გამო შემცირდა, რომ პრეზიდენტ მედვედევის რეიტინგი ბოლო დროს გაიზარდა.
სექტემბერში ის მხოლო 73 % შეადგენდა. პუტინის რეიტინგი კი გასულ თვეს იგივე იყო.
2009 წელს კი პრემიერი პრეზიდენტს 5-6 % ით უსწრებდა. ექსპერტების ვარაუდით, მედვედევის პოპულარობის ზრდა იმან გამოიწვია, რომ პრეზიდენტი მოსახლეობას უფრო მეტ საინფორმაციო საფუძველს აძლევდა, რაც მათ მოლოდინებს ამართლებდა - ლუჟკოვის გადაყენების ინიციატივამ, მილიციის რეფორმამ, კორუფციასთან ბრძოლის წამოწყებამ პრეზიდენტის რეიტინგზე დადებითად იმოქმედა.