აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკვირდება. გიგი წერეთელი აშშ-ში გამთენიისას გაემგზავრა. 
არჩევნებისათვის ეუთომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც სხვა და სხვა ქვეყნის 50-მდე დეპუტატი წარადგინა. მათ შორის არის საქართველოც, რომელსაც გიგი წერეთელი წარმოადგენს. 
აშშ-ში არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება. 
"რამდენიმე შტატში და ქალაქში დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობას 2 ნოემბრის არჩევნებში.  პირადად მე ვიქნები დამკვირვებელი ფილადელფიაში სადაც დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესოდ წარიმართება ეს პროცესი და ზოგადად, დარწმუნებული ვარ რომ ამ არჩევნების შედეგს შემდგომშიც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი.