გარანტირებული ვაქცინის შემოსვლა, 2021 წლის განმავლობაში, გვაქვს მოზრდილი მოსახლეობის 20%-ზე. 700 ათას ადამიანზე 1 400 000 დოზა, რომელიც ნაყიდია და რომელიც უნდა შემოვიდეს წლის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განახადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე შემოდის ძალიან ლიმიტირებული დოზა, 29 250-დე ფაიზერის ვაქცინის.
"ალბათ თებერვლის ბოლო დეკადაში, ხოლო შემდეგ მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინა. ხოლო ამას მოყვება შემდეგ ის ვაქცინები, რომელიც განთავსდება Covax-ის პლატფორმაზე", - თქვა გამრელიძემ და აღნიშნა, რომ Covax-ის პლატფორმაზე განთავსების პრეტენზია დღეს აქვს 5-დან 7-მდე ვაქცინას, რომლებიც გამოჩნდებიან აპრილში, მაისში, ივნისში და ა.შ.