ხვალ, 29 ოქტომბერს, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი მილან როჩენის თბილისიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა, ხვალ 11:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც 12:00 საათზე მინისტრები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილება.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, იმავე დღეს 12:30 საათზე როჩენის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, მიხეილ მაჭავარიანთან გამართავს.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს დღის მეორე ნახევარში დატოვებს.