ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მთავრობას დაუდასტურა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველო თებერვალში მიიღებს "ფაიზერის" ვაქცინას, რომელიც აკრედიტებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში, მოხდება იმ ადამიანთა ვაქცინაცია, რომლებიც კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
"ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ, მოსახლეობის 60% აიცრას - ეს დაგვიცავს მომავალში ვირუსის ფართო გავრცელებისგან. ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნებასთან, შეზღუდვების მოხსნასთან. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს - მე დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გახსნაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.