აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა ის რაზეც 3 წელია ვსაუბრობთ, - ამბობს ექსპეტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ორი წლის 2017-2018 აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სახელმწიფო ვერ მართავს ასეთ მნიშვნელოვან და საჭირო პროგრამას.
„არ გაითვალისწინა სპეციალისტების არც ერთი რჩევა. აუდიტის დაკსვნა აჩვენებს, რომ მარტო კოვიდ კრიზისის დროს კი არა, მანამდეც ვერ მართავდა. ფაქტობრივად, მედიკამენტების პროგრამა ჩააგდო“, - ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ დასკვნაში პირდაპირ წერია - „პროგრამის ცუდი დაგეგმარება და ცუდი საკომუნიკაციო სტრატეგია - წამლების პროგრამით ბენეფიციართა მხოლოდ 9% ისარგებლა!“
„საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა -არაგონივრული სატენდერო წინადადებები, შეზღუდული კონკურენცია, მაღალი ფასი, არაოპტიმალური მარაგების შექმნა.
ვადაგასული მედიკამენტები - რიგ შემთხვევაში ბენეფიციარებმა მიიღეს მედიკამენტები, რომლებსაც მოხმარების პერიოდში გაუვიდათ ვარგისიანობის ვადა. ასევე, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს.
კორუფციული რისკები - ერთი და იგივე პირი მონაწილეობს მედიკამენტების განსაზღვრის პროცესში, ახორციელებს მის მიწოდებას და ლოგისტიკურ მომსახურებას“, - მოჰყავს აუდტის დასკვნიდან შეფასებები სერგო ჩიხლაძეს.