საქართველოში მიაჩნიათ, რომ რუსეთთან საქართველომ დიალოგი უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ ნათქვამია "IRI-ს კვლევაში, რომელიც საქართველოში აშშ-ს მთავრობისა და USAID--ს შეკვეთით ჩატარდა.
"IRI"-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ხართ თუ არა რუსეთთან დიალოგის მომხრე გამოკითხულთა 84% რუსეთთან დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს, ნაწილობრივ უჭერს მხარს - 12%, ნაწილობრივ ეთანხმება - 1%, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება - 1%, კატეგორიულად ეწინააღმდეგება - 1% და პასუხი არ აქვს - 2%-ს.
რაც შეეხება კითხვას - ვინ უნდა წარმართოს რუსეთთან მოლაპარაკები გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იყოს, ქართული საზოგადოება - 12%, პოლიტიკური პარტიები 4% , ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 4%-ს.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო.