სასტუმრო „ძველ მეტეხში" ხვალ „ევროპის ქრისტიან პოლიტიკოსთა ახალგაზრდული კავშირის" (ეცპყნ) რეგიონული კონფერენცია გაიხსენება. სამდღიანი ღონისძიებების მასპინძელი „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა". შეხვედრას გიორგი თარგამაძე გახსნის.
კონფერენციის სახელწოდებაა „საქართველო და პოსტსაბჭოთა სივრცე ერთიანი ევროპის კონტექსტში". თბილისში დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნიდან 24 დელეგატი ჩამოვა.
კონფერენციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტს ეწვევიან. იგეგმება ექსკურსია კახეთსა და მცხეთაში.