საპარლამენტო უმცირესობა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას მართავს.
შეხვედრა ამ წუთებში დახურული ფორმატით მიმდინარეობს და მას, გარდა უმცირესობის წევრებისა, უმცირესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებიან.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს და გადაწყვეტილებები მინიმუმ ერთი წლით ადრე მაინც უნდა იქნას მიღებული.
"დაუშვებელია არჩევნებთან დაკავშირებით კოდექსში ცვლილებები 40 დღით ადრე მოხდეს. ეს ფაქტი არასტაბილურობის საფუძველს ქმნის. აქამდე არაერთი მაგალითი გვქონია იმისა, რომ არჩევნებამდე განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმირებულები ხშირად ცესკოს წევრებიც კი არ იყვნენ. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, დასრულდეს საუბარი არჩევნების გარემოს გაუმჯობესებაზე და დაიწყოს რელაური ქმედებები ამ ცვლილებების მისაღებად," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.