კავკასიელ საველე მეთაურებს დოკუ უმაროვსა და ჰუსეინ გაკაევს დაპირისპირება განადგურებამდე მიიყვანს - აცხადებს ჩეჩნეთის შს მინისტრი რუსლან ალხანოვი.
"კონფლიქტმა რომელიც დოკუ უმაროვსა და ჰუსეინ გაკაევს შორის მოხდა ჩეჩნეთის ბანდფორმირება გახლიჩა. ამის გამო, უკანონო შეიარაღებული ფორმირების ლიდერებმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს", _ განაცხადა დღეს ჩეჩნეთის შს მინისტრმა რუსლან ალხანოვმა.
მისივე თქმით, უმაროვსა და გაკაევს შორის რაღაც დავა მოხდა, - "დარწმუნებული ვარ მათი ბედი გადაწყვეტილია, ისევე როგორც გადაწყვეტილია შამილ ბასაევის, ასლან მასხადოვი და სხვა ბოევიკების ბედი".
"ისინი ვეღარაფერს ვერ აკონტროლებენ. მათი ზუსტი რაოდენობა მართალია არ ვიცით, მაგრამ როდესაც გავანადგურებთ მაშინ გვეცოდინება", _ აცხადებს ჩეჩნეთის შს მინისტრი და დასძენს, რომ მებრძოლებს არავითარი მხარდაჭერა არა აქვთ ჩეჩნეთის მოსახლეობისგან.
"ისინი მათ წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიან და ამიტომაც მათი ლიკვიდირება უნდა მოხდეს", _ აცხადებს ალხანოვი.
მისივე თქმით, უმაროვი და გაკაევი ჩეჩნეთის ძნელად მისადგომ მთებში იმალებიან და მუდმივად იცვლიან დისლოკაციის ადგილს. - "მაგრამ ჩვენ მათ ადრე თუ გვიან მაინც გავანადგურებთ. დღეს ჩეჩნეთის მილიციას ბანდიტების არ ეშინია", _ აცხადებს ალხანოვი.
ჩეჩნეთის შს მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედი ბოევიკები ლონდონში მაცხოვრებელ ახმედ ზაკაევთან იმყოფებიან კონტაქტში, - "მათ შორის კონსულტაციები მიდის".
მასალის გამოყენების პირობები