საპარალმენტო უმრავლესობა იზიარებს ოპოზიციის მოთხოვნას, ავტომანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმის შემცირებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით იხილავს.
განხილვა პარლამენტის სესიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცვილებების პროექტის აქამდე არსებული ვარიანტით ავტოტრანსოპრტიდან ნებისმიერი ნაგვის გადაყრა 200 ლარით უნდა დაჯარიმებულიყო.
ჯარიმის ეს რაოდენობა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა.
საკითხის განხილვის დაწყებისას კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ელდარ კვერნაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ამ ჯარიმის რაოდენობის შემცირების მომხრეა. შესაბამისად, გამოდის ინიციატივით, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 50 ლარით განისაზღვროს. 200 ლარით დაჯარიმება კი განმეორების შემთხვევაში მოხდეს.