ჩეჩნეთში, მილიციის "უვაზის" მარკის ავტომანქანაზე თავდასხმის დროს ერთი ბოევიკი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მილიციის ავტომანქანაზე, რომელშიც სამი მილიციელი იმყოფებოდა თავდასხმა სოფელ აჩხოი-მარტანში წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ორმხრივი ცეცხლის გახსნის შედეგად მილიციელები არ დაშავებულან, მხოლოდ ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.