41 წლის ქართველმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მიუნხენში, მეცხრედ მოიპოვა მსოფლიოს თასი.
მსოფლიოს სუპერთასის შეჯიბრებაში მონაწილეობა ლიმიტირებულია - იწვევენ მხოლოდ მსოფლიოს თასების ცალკეულ ეტაპებზე პირველ-მეორე ადგილებზე გასულ სპორტსმენებს. წლეულს მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნებიც დაუმატეს და ორივე დისციპლინაში - სპორტულშიც და პნევმატურშიც 12-12 მონაწილე მოგროვდა.
სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 578 ქულით და მეოთხე ადგილით დაასრულა.
სალუქვაძემ ფინალში გაიბრწყინა და 205,4 დააგროვა, რაც ძალზე კარგი მაჩვენებელია. როგორც საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, მან განსაკუთრებით კარგად ბოლო სერია ჩაატარა. ამ შედეგით სალუქვაძემ საგრძნობლად ჩამოიტოვა კონკურენტები. ფინალში მეორე შედეგი მარუსკოვას ჰქონდა - 202,9, თუმცა ჯამში ჩვენებურმა 783,4 ქულა
სალუქვაძისთვის ეს წარმატება ერთგვარი კომპენსაციაა არცთუ წარმატებული სეზონის ბოლოს. ჩვენებურმა ვერც ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, დიდად ვერც მსოფლიოს თასებზე.