საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მალიაზიაში დაკავებული ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე ელოდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ქართული მხარე ამ დრომდე ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას დაკავებული პირების შესახებ, რის შემდეგაც უკვე გადაწყდება რა სახით ჩაეთვება ქართული დიპლომატიური უწყება საკითხის მოგვარებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მალიაზიასთან ახლოს საქართველოს საელჩობი ჩიეთსა და იაპონიაშია, თუმცა არ არის გამორიცხული ვითარებიდან გამომდინარე ადგილზე საკითხის შესასწავლად სპეცილური დელეგაციაც გაემგზვროს.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ადგილობრივი კანონმდებლობით, დაკავებულებს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა ელოდებათ.
ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს. მას ბარგის შემოწმებისას 5 კგ ნარკოტიკული ნივთიერება "მეტაფინი" აღმოუჩინეს. დაკავებულს ნარკოტიკი სურათის ჩარჩოებში ჰქონდა დამალული.
მეორე გოგონა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების გასაღებაზე იყო პასუხისმგებელი, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში აიყვანეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს დაკავებულების ვინაობის დასადგენად.
მალაიზიაში ნარკოვაჭრობისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენი 50-მდე ადამიანს გამოუტანეს.