საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მსოფლიოს საუკეთესო 100 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის მოხვდა.
რეიტინგი ესპანურმა გამოცემა "დონ ბალონმა" გამოაქვეყნა.
ასეულში ადგილები არაა დაკონკრეტებული. სიაში 1989 წეკს დაბადებულები და უმცროსები არიან. სიაში მოხვდნენ ესპანელები დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო"), ბოიან კრკიჩი ("ბარსელონა") და სერხიო კანალესი ("რეალი"), უელსელი გარეტ ბეილი ("ტოტენჰემი"), გერმანელები - ტომას მიულერი, ტონი კროოსი ("ბაიერნი"), ლევის ჰოლტბი ("მაინცი") და მარკო მარინი ("ვერდერი"), იტალიელები - მარიო ბალოტელი ("მანჩესტერ სიტი") და ფედერიკო მაკედა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ბრაზილიელები - პატო ("მილანი"), კოუტინიუ ("ინტერი"), რაფაელი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ნეიმარი ("სანტოსი"), ინგლისელი თეო უოლკოტი ("არსენალი"), არგენტინელი ხავიერ პასტორე ("პალერმო"), ბოსნიელი მირალემ პიანიჩი ("ლიონი"), მექსიკელი ჯოვანი დოს სანტოსი ("ტოტენჰემი") და სხვები.
წლეულს იანვარში მსოფლიოს 50 ტალანტის სია რომ გამოქვეყნდა, ლევან ყენიაც მოხვდა, თუმცა, ახლანდელ ნუსხაში რომ მისი გვარი არ ფიგურირებს,
არცაა გასაკვირი - ყენიას წლეულს საერთოდ არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჯანო ანანიძის ყიდვა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" 15 მილიონ ამერიკულ დოლარად სურს.