დღეს თბილისს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი მილან როსენი ეწვევა.
ხვალ, 29 ოქტომბერს ვიზიტის ფარგლებში იგი ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილება.