"სტრატეგია აღმაშენებელში" მიაჩნიათ, რომ თუ მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში არ შედგა, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელება აზრს კარგავს და ოპოზიციას სხვა სტრატეგიაზე გადასვლა მოუწევს.
"მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, დიდი ალბათობით, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, იმიტომ რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე "ოცნება" რამდენად ადეკვატური იქნება, მოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს ეს შესაძლებლობის ფანჯარაც იკეტება და ამიტომ ოპოზიცია გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გამცნობთ საჯაროდ”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.