საქართველოში ინვესტორები კომფორტულად გრძნობენ თავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "CNBC"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტელეკომპანიის ეთერში პრეზიდენტი სააკაშვილი მაროკოში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმიდან ჩაერთო და აღნიშნა, რომ "ქვეყნაში ბევრი ინვესტორი გვყავს, რომლებიც კონფორტულად გძრნობენ თავს საქართველოში".
"მსოფლიო ბანკის თანახმად ბიზნესის კეთების თავალსაზრისით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასი და პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. საქართველო ამ რეიტინგში მსოფლიოში 147 ადგილზე იყო, ახლა ვართ მე-11 ადგილზე და შემდეგ წლებში იმედი გვაქვს, რომ ტოპ-ათეულშიც შევალთ. "იბიარდის" თანახმად ჩვენი ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი, უმოკლესი გზა ხდება ჩრდილოეთ ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპის უმეტეს ქვეყანას შორის.
"საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ ძალიან სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. ინვესტიციები აქ შემოდის ინფრასტრუქტურაში, ტურიზმში, ვაჭრობაში, სოფლის მეურნებასა და სხვა სფეროებში. მათავრი ის არის, რომ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად ჩვენ ეკონომიკის 6% ზრდა გვაქვს და მომავალ წელს ვიმედოვნებ, რომ 7,9%-მდე ავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანია კვალვ ორციფრიან მაჩვენებელს დავუბრუნდეთ, როგორც კრიზისამდე ვიყავით", - დასძიან საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მაროკოში ესწრება საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, სადაც 62 ქვეყნის 1000-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილებს.