ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ყრილობის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, თუმცა ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა.
"ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ფაქტორი, არის ფაქტორი და ყოველთვის იქნება, თუმცა პოლიტიკის მიღმა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გააკეთებს. მისი განცხადებები ზოგმა შიშით მიიღო, ზოგმა ბოროტებით აღსავსე კომენტარები გააკეთა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის დისტანცირებას, ეს ნამდვილია და არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც დაიმალება. მე არამგონია, რომ გუნდი მოისაკლისებს ძლიერ, პროფესიონალ, ინტელექტუალ და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პერსონებსაც", - განაცხადა გია ვოლსკიმ.