დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტი ავტომანქანაში ღვედის გამოუყენებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს. კანონპროექტი პარლამენტს 26 ოქტომბერს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა რამდენიმე დაუზუსტებელი საკითხის გამო მისი დატკიცება გადაიდო.
ღვედის გამოუყენებლობისთვის როგორც ქალაქში, ისე სოფლებში მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1-ელ დეკემბერს შევა.
"ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას ერთ თვეს, რომ ღვედებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოაგვარონ. ასევე ჩავატარებთ საინფორმაციო კამპანიებს ერთი თვის განმავლობაში, რომ ღვედის შემოღება სავალდებულო ხდება, ხოლო მისი არგამოყენების შემთხვეავში დამრღვევი პირი 40 ლარით დაჯარიმდება", _ განაცხდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ.