საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდვიდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა. დღეს, 28 ოქტომბერს, მთავრობის კანცელარიაში (09:45 საათზე, III სართული) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია შეხვედრას გამართავს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ადმირალ გიამპაოლო დი პაოლოსთან.
შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველოს წლიურ ეროვნულ პროგრამაზე (ANP).
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უშიშროების საბჭოს ხელმძღავნელის მოადგილესთან ირაკლი ფორჩხიძესთან; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძესთან და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან.
დღესვე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან შეხვედრას გამართავს. დღის ბოლოს კი საქართველოს პარლამენტის სპიკერს დავით ბაქრაძეს შეხვდება
საქართველოს საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.
29 ოქტომბერს ადმირალი ჯიამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" მივა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტს ბოლოს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვევა.
ეს არის ადმირალ დი პაოლოს მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. პირველად ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენს ქვეყანას 2008 წლის სექტემბერში NAჩ-ის ვიზიტის ფარგლებში ეწვია.