ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა და ყველა ეძებს თავისი სიტყვის ტყვეობიდან გამოსავალს , - განაცხადა "მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა.
მოქალაქეები მართავენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, დღეს შეხვედრა გაიმართა გირჩის ოფისში, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ოცნება" დამარცხდება, ჯამურად, ოპოზიციასთან, მაშინ 2022-ში დაინიშნოს არჩევნები. ეს გვაინტერესებს, მისაღებია თუ არა ოპოზიციისთვის. თუ მისაღებია, მაშინ რატომ ვაჭიანურებთ მეხუთე რაუნდს? ყველა პარტიას უნდა საბოლოო ჯამში პარლამენტში შესვლა, ყველა ეძებს თავისი სიტყვის ტყვეობიდან გამოსავალს. დავეხმარებით ნებისმიერს, ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და გირჩს დარწმუნება არ გვჭირდება და მზად ვართ სხვები დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური”, "-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.