ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა მთავრობის მეთაურის პოსტზე ოპოზიციური რეფორმების პარტიის ლიდერი კაია კალასი წარადგინა.
"დღეს დილით შევხვდი პრემიერ-მინისტრსიური რატასს, რომელმაც თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა. ნდობა უნდა აღდგეს ჩვენს სახელმწიფოში. დღეს კაია კალასს შევთავაზებ ახალი მთავრობის ფორმირებას", - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.
მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, იური რატასმა, მისი პარტიის წინააღმდეგ აგორებული კორუფციული სკანდალის გამო, თანამდებობა დატოვა.
საპარლამენტო პარტიები ოთხშაბათს დაიწყებენ კონსულტაციებს ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ.
ესტონეთს კოალიციური მთავრობა განაგებს. 2019 წელს გამართული საპარალამენტო არჩევნების შედეგად ესტონეთში გამარჯვება კაია კალასის ლიბერალურმა "რეფორმის პარტიამ" მოიპოვა, თუმცა მან საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება დროულად ვერ შეძლო.