ასტრახანში გამართულ შეხვედრაზე, რომელზედაც მსჯელობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ეხებოდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"მხარეთა შორის მიღწეულის შეთანხმება ერთობლივი განცხადების მიღების შესახებ, რომელსაც ჰუმანიტარული ხასიათი აქვს, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს არსებული რთული სიტუაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", _ განაცხადა მედვედევმა და განმარტა, რომ საუბარი მიდის ნდობის აღდგენის ზომებზე.
"საუბარია სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ გაცვლაზე და ცხედრების დაბრუნებაზე", _ აცხადებს მედვედევი.