ჩვენი მოლოდინი არის, რომ იანვრის ბოლომდე ეს უნდა შედგეს. ველოდებით ნაბიჯებს, „ქართული ოცნების“ პასუხს, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციაში არის მოლოდინი, რომ მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე შედგება.
„ჩვენი მოლოდინი არის, რომ იანვრის ბოლომდე ეს უნდა შედგეს. ველოდებით ნაბიჯებს, „ქართული ოცნების“ პასუხს. ხელისუფლებას ჯერ არ გამოუხატავს მზაობა,ზოგადი ფრაზებთ შემოიფარგლება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობის სიმძიმიდან, კრიზისის სიმძიმიდან გამომდინარე, ხელისუფლება უფრო აქტიურად წამოვა მოლაპარაკებაზე. ამის იმედი გვაქვს. ველოდებით წინადადებებს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.