საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაია პარალმენტის თავმჯდომარეს მიმართავს თხოვნით, პირად კონტროლზე აიყვანოს დევნილის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი. ამის შესახებ განცხადება პაატა დავითაიამ პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან შემზარავი უწოდა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას მცდელობას, პროტესტის ნიშნად თავი დაეწვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან დევნილების მიმართ გამოჩენილი არაადეკვატური დამოკიდებულება პრობლემად იქცა.
როგორც დავითაია აღნიშნავს, მას ამის შესახებ არაერთი განცხადება გაუკეთებია, თუმცა ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. დავითაია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს თხოვნით, ამ კონკრეტული ფაქტის გამოძიება აიყვანოს პირად კონტროლზე და იმედოვნებს, რომ დავით ბაქრაძე ამ საკითხს გულისხმიერებით მოეკიდება.
ამ საკითხის დაყენებას პაატა დავითაია ხვალინდელ სესიაზედაც გეგმავს.