"ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიის განვითარებაში დაგვეხმარება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - ეთანხმება თუ არა პირადად მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციურ ცვლილებებს, სადაც პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდა და პარლამენტის გაიზარდა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რატომ არის საქართველო მოწინავე პოზიციებზე რეგიონში".
"კრიმინალისა და კორუფციის დონის კუთხით რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია და მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებზე, რაც დაგვეხმარება დემოკრატიის განვითარებაში", - აცხადებს საქართველოს პირველი პირი.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საზოგადოებაში პოპულარულია, თუმცა უფრო პოლულარულია ის ინსტიტუტები, რომელზედაც სახელმწიფოა დაფუძნებული.