"ხელისუფლება ქართულ მედიაზე ტერორს განაგრძობს", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტერორი განხორციელდა იმერეთის რეგიონალურ ტელეკომპანია "რიონზე" "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" სხდომის გაშუქებასთან დაკავშირებით, ხოლო "რუსთავი 2" და "იმედი" კრებაზე საერთოდ არ გამოჩენილან.
"ჯადოსნური ჯოხის უცნაური მოძრაობის შედეგად, სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ "რუსთავი 2"-სა და "იმედს" და ვერ გააშუქეს ქუთაისში გამართული "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა რეგიონალური სხდომა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მხოლოდ 4-საათიან გამოშვებაში გაუშვა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლება მედიაზე ტერორს ახორციელებს, რათა ხალხის ყურამდე სიმართლე არ მივიდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ოტია იოსელიანის ინიციატივით, სახალხო კრება მოითხოვს საზოგადებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს ობიექტური და ადეკვატური ინფორმაცია.