პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქუთაისში ჩატარებული "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა რეგიონალური სხდომა შეაფასა. მისი თქმით, შეკრებაზე უპრეცედენტოთ ბევრი ხალხი მივიდა.
"სახალხო კრების სხდომები რეგიონებში კვლავ ჩატარდება. გუშინდელ რეგიონალურ შეკრებას ქუთაისში უპრეცედენტოთ ბევრი ხალხი დაესწრო. გამოჩნდა, რომ მიუხედავად ინფორმაციის ვაკუუმისა, ქვეყნის მოსახლეობამ კარგად იცის საქართველოს გასაჭირის შესახებ. მოსახლეობას ძალიან უჭირს და სტკივა ქვეყნის ბედი. კრებაზე გამოჩნდა, რომ მოსახლეობას ძალიან სჭირდება ცვლილებები". - ამბობს ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" მწერალი ოტია იოსელიანიც შეუერთდა.
მისი თქმით, მოსახლეობის დიდი რაოდენობით მისვლა კრებაზე, ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია.
შეგახსნებეთ, რომ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მხარდამჭერთა გაფართეობული რეგინალური სხდომა ქუთაისში მესამედ ჩატარდა.