სალომე ზურაბიშვილის პარტია ბიზნესმენებზე გახშირებულ ზეწოლაზე ალაპაარკდა.
"პარტია "საქართველოს გზა" გმობს ბოლოდ დროს ბიზნესმენებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე გახშირებულ ზეწოლის ფაქტებს, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანების თავისუფლების აღკვეთით მთავრდება"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ტერორი, როგორც ბიზნესის ასევე პოლიტიკური ოპონენტებისადმი.
"მსგავსი ქმედებები მიმართულია ბიზნესის განადგურებისკენ, საზოგადოებაში შიშის დანერგვისა და ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყდეს უკანონო რეპრესიები. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური და უკანონო პატიმრები"- ნათქვამია "საქართველოს გზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.