წიგნების „მუსლიმური საკულტო ძეგლები" და „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში", პრეზენტაცია დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ღონისძიება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა.
პრეზენტაციას წიგნების ავტორები, პარლამენტის წევრები, აკადემიური საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნაშრომების ავტორთა კვლევის მიზანი, დასავლეთ საქართველოში, მუსლიმური რელიგიური თემის ყოველდღიური ცხოვრების შესწავლა იყო. პროექტის ფარგლებში მოცემულია ქართველი მუსლიმების (აჭარა-გურია) ისტორია, სხვა რელიგიურ თემებთან ურთიერთობის ასპექტები, ყოფა და კულტურა, რელიგიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, ფოლკლორი, საკულტო და სასწავლო ნაგებობები და მათი მხატვრულ-არქიტექტურული თავისებურებანი, სასულიერო ორგანიზაცია და რელიგიური საგანმანათლებლო სისტემა.