გულუბრყვილოსა და არაკორექტულს უწოდებს ჩეჩნეთის მეთაური საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს იმის შესახებ, რომ კადიროვი საქართველოს შესახებ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ თავისი საშინაო პრობლემებიდან ყურადღება საგარეო მტერზე გადაიტანოს.
"მე არასოდეს მომსვლია აზრად ჩემი თავის ტკივილი სხვაზე გადამებრალებინა, მით უფრო საქართველოს ხელისუფლებაზე. საკმარისია ჩამოხვიდე ჩეჩნეთში და მიხვდები, რომ ჩვენ სწრაფად და ოპერატიულად შეგვიძლია პრობლემების გადაწყვეტა, ურთულესი პრობლემებისაც კი იქნება ეს რესპუბლიკის ნანგრევებიდან აღდგენაYთუ ბანდიტების და ექსტრემისტების განადგურება. სააკაშვილის განცხადებები კი გულუბრყვილოდ და არაკორექტულად გამოიყურება", _ აცხადებს კადიროვი.
მისივე თქმით, საქართველოში ბოლო დროს გაჩნდა მედია, რომელიც დღე და ღამე დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ რუსეთის ჩრდილოკავკასიაში არსებულ სიტუაციაზე.
"ეს ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ თბილისს არა აქვს სურვილი და მისწრაფება გაიგოს, რომ აყვავებული საზოგადოების შექმნა მეზობლებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე შეუძლებელია", _ აცხადებს კადიროვი.
მასალის გამოყენების პირობები