თბილისმა ირონიზირების ნაცვლად საქმით უნდა დაამტკიცოს თავისი უბრალოება ჩრდილოკავკასიელი ბოევიკებისათვის იარაღისა და ფინანსური სახსრების მიწოდების საკითხში, აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.
"ბუნებაში არ არსებობს კონფლიქტი რუს და ქართველ ხალხს შორის. არ არის იმის აუცილებლობა ამტკიცო, რომ ამ მეგობრობას თბილისის ვერანაირი რეჟიმი ვერ გაწყვეტს. ჩვენ მხოლოდ გვაშფოთებდა და გვაშფოთებს ის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაცია მოწმობს, რომ ადგილი აქვს საქართველოს ტერიორიის გავლით ჩეჩნეთში იარაღისა და საბრძოლო მასალებოს გადატანას და საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების მომზადებას", _ აცხადებს კადიროვი და დასძენს, რო მსგავსი ინფორმაცია არაერთგზის გაჟღერებულა დაკავებული ბოევიკებიდანაც.
კადიროვი ასევე აცხადებს, რომ "რა თქმა უნდა იგი არ აკონკრეტებს იმ მონაკვეთებს რომელთა გავლითაც ყოველივე ეს ხდება".