საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჩინეთში მთავრობის ვიცე-პრემიერს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, კერძოდ კი საქართველოს პრემიერმა ჩინურ მხარეს პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორცილება შესთავაზა.
თავის მხრივ ჩინეთის წარმომდგენელბმა აღნიშნეს, რომ არ არის გამორიცხული, თბილისის აეროპორტი სატრანზიტო პუნქტად გამოყენონ, ჩინეთიდან ევროპაში განსახორცილებელი ფრენებისათვის.
ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ჩინური კომპანიების მიერ საბითუმო ბაზრის მშენებლობაზეც, რომელმაც საქონლით შეიძლება მთელი რეგიონი მოამარაგოს.
ნიკა გილაური ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ადგილობრივ ბიზნესმენებსაც, რომელთაც საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით 24 ოქტომბერს ეწვია.