ევროკავშირი მიესალმება ასოცირების შესახებ საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყებას.
ამის შესახებ ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდამჭერ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო.
აღმოსავლური პარტნიორობის მიზნებს შორის ევროკავშირი სახელშეკრულებო ბაზის განახლებას, მოქალაქეთა მობილურობის მხარდამჭერას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ასახელებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ თორნიკე გორდაძემ განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკები წარმატებით მიმდინარეობს.
"შედარებით პრობლემატურია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა ის ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. ასევე ევროპა დაინტერესებულია საქართველოთი და ჩვენი პრიორიტეტიც სწორდ ევროკავშირთან დაახლოებაა", - აღნიშნა გორდაძემ.
ამასთან ევროკავშირი მზადა ურთიერთობების ლიბერალიზაციის მიმართულებით თვითეულ პარტნიორ ქვეყანასთან ითანამშრომლოს ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე.