27 ოქტომბერს დაგეგმილ ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე საქართველოში 30 მაისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მომზადებული დასკვნა განიხილება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"როგორც იცით, 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგი ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა განახორციელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგის წევრებმა არჩევნებზე მოამზადეს დასკვნა, რომლის განხილვაც ევროსაბჭოს სესიაზეა დაგეგმილი. დასკვნა პოზიტიურია და მასში დადებითად არის შეფასებული, როგორც მოსამზადებელი, ასევე არჩვენების დღე და შემდგომი პერიოდი", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე სპეციალური სტატუსით თბილისის მერი გიგი უგულავაც არის მიწვეული. უგულავა სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ამასთან, თბილისის მერი შეხვედრას ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიო იაგვანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალური ხემძღვანელობის გენერალურ მდივანთან ანდრეს კიფერთან გამართავს.