17 დეკემბერს, 15:00 საათზე, „ტურიზმის ინსტიტუტის“ ორგანიზებით იმართება ონლაინ ვორკშოპი თემაზე: „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“.
ვორკშოპი იმართება პროექტის „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - T4BS“ (www.t4bs.eu ) ფარგლებში, რომელიც ევროკომიის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი „T4BS“ მიზნად ისახავს დიდ მონაცემთა (Big Data) ანალიტიკის შესაძლებლობების ჩვენებას ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტს ახორციელებს 6 პარტნიორი 5 ქვეყნიდან- სლოვენია, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა და რუმინეთი.
პროექტის ფარგლებში მუშავდება მექანიზმი „ტურიზმის გავლენის მოდელი (TIM), რომელიც საშუალებას იძლევა დიდი მონაცემების შეგროვების და დამუშავების საშუალებით გაიზომოს ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პარამეტრები: ეკონომიკური, სოციალური, გარემოსთან დაკავშირებული და ა.შ. დიდ მონაცემებში იგულისხმება არა მხოლოდ ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ წყლის, ელექტრონეერგიის მოხმარების მაჩვენებლები, ნაგავსაყრელების დატვირთულობა, ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები და ა.შ.
სწორედ აღნიშნული ხელსაწყოს (TIM) საშუალებით უკვე გარკვეულწილად გაანალიზდა ბათუმში ტურიზმის სექტორი, რომლის პირველადი შედეგები ვორკშოპზე იქნება წარმოდგენილი. ვორკშოპის დროს ევროპელი ექსპერტების ჩართულობით განხილული იქნება დიდი მონაცემების შეგროვების გამოწვევები, მათი გაანალიზების საფუძველზე დამდგარი შედეგები და დიდ მონაცემთა ანალიტიკის პერსპექტივები საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) სულ ეხლახანს გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020).
ვებინარზე დასწრები პირობებისთვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს:
https://www.facebook.com/events/681615862531502