პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" ლილოს ბაზრობაზე მცირე მეწარმეების საპროტესტო აქციის დროს ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტს გმობს და "ეროვნულ ფორუმს" სოლიდარობას უცხადებს.
"ჩაკვეტაძე ამ რეჟიმის მორიგი პოლიტიკური მსხვერპლია, ტელევიზიით გასული სიუჟეტებიდანაც ჩანს, რომ ჩაკვეტაძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მას აკავებდნენ", _ აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.
"საქართველოს გზა" ჩაკვეტაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.