საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და ინსტიტუციონალური რეფორმების მინისტრს სტივენ ვანეკერს შეხვდა.
შეხვედრა ვაშაძის ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობაზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობების ძირითადი მიმართულებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაზე, სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ასევე რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.